ახალციხის მერი: ,,ურაველი–აგარის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს"
ახალციხეში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მხოლოდ ერთი საკითხი
იქნება განხილული. დეპუტატები ურაველი – აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას საკითხს განიხილავენ, რის გამოც ბიუჯეტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს ცვლილელები უნდა დაამტკიცოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ. ახალციხის მერი განმარტავს, რომ
,,პროექტი ტურისტულ ინფასტრუქტურის განვითარებასთან არის დაკავშირებული. რადგან სამინისტრო მას განიხილავს, როგორც ტყე–პარკს და იგეგმება მისი დაცულ ტერიტორიად გამოცხადება, რის გამოც არის ინტერესი, რომ კონკრეტულ ადგილზე განვითარდეს ინფრასტრუქტურა.
საპროექტო ღირებულება არის 1 მილიონ 600 000 ლარი, ხოლო გზის მანძილია 4.8 კმ. ჩვენ პროექტი მზად გვაქვს, მივაწოდეთ საკრებულოს და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას, შემდეგ პროექტი გაიგზავნება სამინისტროში. სამინისტრო თავის მხრივ იმსჯელებს, რა თანხით მოხდება პროექტის დაფინანსებს.
როგორც წესი, მსგავს პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლებაც მონაწილეობს 5%–ით. თუმცა მაინც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თანამონაწილეობის ოდენობა. წინასწარი მონაცემებით პროექტი 2018 წელს უნდა განხორციელდეს".