რელიგია
ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ, თქვენ თქვენი წილი აიღეთ, დავსხდეთ და ერთად მოვილაპარაკოთ და დავადგინოთ, ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი თუ აღვირახსნილი ამ ქვეყანაში - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს მიმართა:


,,ნებისმიერ შემთხვევაში, სასულიერო პირი თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, ეს დასჯადია და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა ვიღებთ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეთხოვება, არ მოვუწოდოთ ძალადობისკენ ადამიანებს, მაგრამ განსამარტია, რა არის ძაალდობა... თქვენ, ჟურნალისტებს, გაქვთ უფლება, რომ ძალადობისკენ მიუწოდოთ ადამიანებს? არავის აქვს ამის უფლება.

ჩვენ ყველამ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. თქვენ, ჟურნალისტები, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რა ძალადობაც განხორციელდა ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში და კონკრეტულად ჩემ მიმართ, ამაზე? ეს იყო არნახული ძალადობა ქვეყანასა და ადამიანის ცნობიერებაზე.

თქვენ, ჟურნალისტები, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ჟურნალისტები პირდაპირ გადახტნენ ბავშვთა სახლში და ბავშვებზე განახორციელეს ძალადობა? არის ამის საჯარო კადრები. ვინმე დაისაჯა ამისთვის? ვინმეს ამისთვის რამე შენიშვნა მისცეს?

ეს ძალადობები გროვდება და კი არ აბათლებს ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, ხდება ასეთი სამწუხარო ფაქტები, ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამას.

ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ, თქვენ თქვენი წილი აიღეთ, დავსხდეთ და ერთად მოვილაპარაკოთ და დავადგინოთ, ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი თუ აღვირახსნილი ამ ქვეყანაში. ჟურნალისტის აღვირახსნილობა არის მიუღებელი. გარკვეულწილად ამანაც გამოიწვია ეს ყველაფერი.

შევთანხმდეთ ერთამენთთან, რომ არა მარტო არ გავლახავთ ერთმანეთს, სიძულვილით არ შევხედავთ ერთმანეთს.

შევიკრიბოთ ერთად, თქვენ დაგვეხმარეთ ჩვენ, - სასულიერო პირებსა და საზოგადოებას, - შევძლოთ, თქვენთა
ურთიერთობა გაღიზიანების გარეშე, იმიტომ, რომ თქვენ იწვევთ ამ გაღიზიანებას. ჩვენ კი გასწავლით, როგორ იმეტყველოთ ზუსტად საღვთისმეტყველო საკითხებზე, რაც თქვენ არ იცით.

5 ივლისს რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ეს იყო არნახული ძალადობა ქვეყანაზე, ადამიანის ფსიქიკაზე და ყველაზე უარესი ის იყო, რომ ეს მოხდა თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით. ეს იყო ტყუილი და საშინელი ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ჟურნალისტებზე
" - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.