სომხური სამოციქულო ეკლესია 27 იანვარს სურბ სარგისის დღესასწაულს აღნიშნავს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, სოფელ საძელში მდებარე ტაძარში შეიკრიბა. მორწმუნეებმა ეს დღე წირვით აღნიშნეს, სანთლები აანთეს და წმინდანის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გადმოცემის თანახმად, სურბ სარქისმა თავი ქრისტიანობას შესწირა. ის თავის ვაჟ მარტიროსთან და 14 მებრძოლთან ერთად აწამეს.
სურბ სარგისის დღესასწაული აღდგომამდე 63 დღით ადრე აღინიშნება. ამ დღეს წინ 1–კვირიანი მარხვა უძღვის.
მორწმუნეები ეკლესიაში წირვის პარალელურად, დღესასწაულს ხალხური ტრადიციით აღნინიშნავენ. ახალგაზრდები 26 იანვარს, დაძინებამდე მარილიან ქადას ჭამენ. ის, ვინც სიზმარში წყალს მიუტანს, მისი მეორე ნახევარი გახდება.