სამართალი
სასამართლო გალუსტ მკრტჩიანის დაკავების საქმეზე დღეს იმსჯელებს
თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 5 დეკემბერს, იმსჯელებს.

გალუსტ მკრტიჩიანს გამოძიება ხაჟაკ ტოროსიანის მკვლელობას ედავება. სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ–ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის ადვოკატის ავთო თელიაშვილის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლო დღეს ბრალდებულისთვის პატიმრობის სტატუსზე იმსჯელებს, ხოლო საქმის არსებითი განხილვა მოგვიანებით გაიმართება.

,,კლასელებს შორის ურთიერთობა დაახლოებით ექვსი თვის წინ დაიძაბა, როცა მეგობრებს ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ. მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო დაღუპული გასამართლებულიც იყო. ამის შემდეგ მათ შორის ინციდენტები მუდმივად ხდებოდა. სასამართლომ ტოროსიანი გაამტყუნა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც დააკისრა" – განმარტავს ,,მეცხრე არხთან" ავთო თელიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფოკის ცენტრში, 3 დეკემბერს მოხდა, რასაც მოგვიანებით სოფელში არეულობა მოჰყვა. გვიან ღამით შურისძიების მიზნით მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და ავტომობილები მოკლულის ნათესავებმა გადაწვეს.

შურისძიებაში 300-მდე ადგილობრივი მონაწილებდა. გვიან ღამით სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, გალუსტ მკრტიჩიანის ოჯახის წევრები და ნათესავი სოფლიდან გაეხიზნათ.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ცოლისა და მისი მშობლების მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, პატიმრობა შეეფარდა.
ცოლისა და მისი მშობლების მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, პატიმრობა შეეფარდა.
14:41 / 15.02.2019
ცოლისა და მისი მშობლების მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, პატიმრობა შეეფარდა.
ცოლისა და მისი მშობლების მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, პატიმრობა შეეფარდა.
14:41 / 15.02.2019
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.
19:16 / 14.02.2019
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 11 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 11 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
14:12 / 11.02.2019
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
14:31 / 10.02.2019
Facebook
კვირის პოპულარული
ახალციხეში მაღაზია ''ბეკო'' გაქურდეს
14:12 / 11.02.2019
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 11 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
ახალციხეში საქველმოქმედო ფონდი დაარსდა
16:55 / 11.02.2019
სამცხე–ჯავახეთში საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევძლებთ“ დაარსდა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ხალხის აზრით
როგორ აღნიშნავთ ვალენტინობას?
18:53 / 13.02.2019
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -2 - 4 °C
img
ახალქალაქი -7 - 0 °C
img
ასპინძა -4 - 3 °C
img
ადიგენი 6 - 9 °C
img
ბორჯომი -2 - 3 °C
img
თბილისი 3 - 8 °C
img
აბასთუმანი -5 - -1 °C
img
ბაკურიანი -9 - -5 °C
img
ნინოწმინდა -7 - 0 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9791
TRY
TRY
1
0.5010
USD
USD
1
2.6413
RUB
RUB
100
3.9608
კალენდარი
დონორები