სამართალი
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება განესაზღვრა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 15 იანვარს იმსჯელა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გადაწყვეტილება 12:45 წუთზე გამოაცხადა. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრის 19:47 წუთიდან დაიწყო.

ბრალდების მხარე ხუთდღიან პატიმრობას ითხოვდა, თავად რობაქიძემ კი განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, წამლებზეა დამოკიდებული და გირაოს შეფარდება მოითხოვა. მას ადვოკატი არ ჰყავდა. როგორც სხდომაზე განმარტა, არც საქმეს გაცნობია და სასამართლომდე არც ოქმი გადასცემია, რომლის მიხედვითაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.

სხდომაზე რობაქიძემ თქვა, რომ ანრი ოხანაშვილს დიდი ხანია იცნობს. მან უარყო დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირება და დაადასტურა, რომ ორივეს მხრიდან მხოლოდ ხმამაღალი საუბარი იყო.

„ანრი ადგა და გავიდა, მალე მოვიდა პოლიცია. ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ სხვა არაფერი ყოფილა. ჩემი აგრესია გამოიწვია იმან, რომ ბავშვები მარტო მყავდა ჩამოყვანილი ბაკურიანში, არ გაითვალისწინა პოლიციამ და მხოლოდ ხმამაღალი საუბრის გამო დამაკავა. ახლაც არვიცი სად არიან ბავშვები. მითხრეს, რომ მეგობარმა წაიყვანა,“, - ასე განმარტა პოლიციასთან დაუმორჩილებლობა რობაქიძემ.

მას ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს ბაკურიანში, 25-იანებში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.