"პოლიციაში ბავშვმა დარეკა, ეწყინა თავში წამორტყმა" - შვილზე ძალადობისთვის მამა დააკავეს
18:55 / 13.04.2022
ცხრა წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სოფელში ამბობენ, რომ მას თანასოფლელებთან ერთად ქეიფის დროს შელაპარაკება მოუვიდა, სახლში მისულმა კი ოჯახის წევრებს დაუწყო ჩხუბი.
დაკავებულის მეუღლის თქმით, საღამოს შინ დაბრუნებული ქმარი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ბავშვს „წამოარტყა“. ნაწყენმა შვილმა 112-ზე თავად დარეკა.
ახალგაზრდა მამაკაცს პოლიციამ სახლში გვიან ღამით მიკითხა. ოჯახში ამბობენ, რომ შვილებზე სხვა დროს არ უძალადია, თუმცა სიმთვრალეში ხშირად ჩხუბობდა.
საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, ოჯახთან მუშაობს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო შემთხვევაზე მუშაობის პროცესში, სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა გასწია საპროცესო წარმომადგენლობა.
არასრულწლოვანი რჩება ბიოლოგიურ ოჯახში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი აგრძელებს მუშაობას ოჯახთან არასრულწლოვნის მხარდაჭერის, საჭიროებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით. დაგეგმილია სოციალურ მუშაკთან ერთად ფსიქოლოგის ჩართულობაც",- განუცხადეს "მეცხრე არხს" სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
დაკავებულის მეუღლესა და თანასოფლელებს სურთ, რომ მამაკაცი გაათავისუფლონ. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა ორი თვის შემდეგ დაიწყება.
გამოძიება საქართველოს სსკ–ის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.