სამცხე-ჯავახეთის სოფლებში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს, 10:00-დან 19:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 721 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში მაჯადია, ოლავერდი, ზაკვი, კოთელია და მიმდებარე სოფლებში.
15:00-დან 18:00 საათამდე 51 აბონენტს ახალციხის და ადიგენის სოფლებში ადიგენი, კლდე, ბორჯომის გზატკეცილი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.