ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს, 11:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 041 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:00 საათამდე 1 050 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, ბუღაშენი, ბალხო, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 14:00 საათამდე 717 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, გიორგიწმინდა, აგარა, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.