ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 319 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელბში გიორგიწმინდა, მუგარეთი და ფერსა.
11:30-დან 17:30 საათამდე 849 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, ჯივანი, კიროვაკანი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:00 საათამდე 1 049 აბონენტს ადიგენში ზაზაშვილის, ერისთავის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში იჯარეთი, კახარეთი, ყარათუბანი, ღორძე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.