ქალაქ ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, სანაპიროს, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
19 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ახალციხეში თამარაშვილის, მიქუტიშვილის, ორბელიანის, დიდიმამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე ადიგენის რაიონის სოფლებში ღორძე და სამყური.
13:00-დან 18:00 საათამდე ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.