საზოგადოება
საკვების და შეშის გარეშე დარჩენილი 4 შვილის დედა
ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედას ორი თვის სოციალური დახმარება არ მიუღია. მაშინ როცა აბასთუმანში ტემპერატურა ღამით მინუს 2-დან მინუს 9 გრადუსამდე მერყეობს, ოჯახს თებერვალში შეშის მარაგიც ამოეწურა.
სოფელ აბასთუმნის მაცხოვრებელი ნესტან ტუფურია საზოგადოებას დახმარებას თხოვს.

,,სიცივის გამო, წელი გაკავებული მქონდა, შეშის ბოლო მარაგი შვილმა დააპო. თითში ნაჯახი ჩაირტყა, მშველელი არავინ გვყავს. ადიგენის მერია შემპირდა, რომ სოფლის რწმუნებული მოვიდოდა და შეშას მოგვიტანდა, თუმცა ამ დრომდე არავინ მოსულა“ - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

ნესტანს მარჯვენა მკერდზე კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, რის გამოც 4 თვის ახალშობილს ხელოვნური საკვებით ზრდის. სახელმწიფო მას 80 ლარიანი ვაუჩერით ეხმარება, რომელიც პატარას მხოლოდ ნახევარი თვე ჰყოფნის. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, მეოთხე თვეა, ბავშვებს მარტო უვლის. ,,ქმარი ციხიდან მირეკავს, მასაც პატრონობა ჭირდება, მე კი არაფერი შემიძლია“- წუხს ოთხი შვილის დედა.

ნესტან ტუფურია ოთხ პატარასთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. წყალს ხელით ეზიდება და ჰიგიენური ნორმების დაცვა უჭირს. ოჯახის საარსებო წყარო სახელმწიფო შემწეობაა. ,,დახმარებით ნაყიდი საკვები თვიდან თვემდე არ გვყოფნის, ბავშვები სკოლიდან რომ ბრუნდებიან, მხოლოდ ჩაის და პურს ვახვედრებ, ღმერთის იმედად ვარ“.



სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველაზე მეტად რომ ბავშვები ზარალდებიან, ამის შესახებ ბაია პატარაია საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ,,საქართველოში ყველაზე გაუსაძლის პირობებში ბავშვები არიან, ხშირად შიმშილობენ, აკლიათ ყურადღება და მზრუნველობა. ბავშვები ასეთი ოჯახებიდან უნდა გამოიყვანონ და მინდობით აღზრდაში გადასცენ. თუმცა ეს მშობლის უფლებების ჩამორთმევას არ ნიშნავს“ - განმარტავს tv9news.ge-სთან უფლედამცველი.

იგი სოციალური მუშაკების საქმიანობაზეც აკეთებს აქცენტს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლების პირველ პირებს აკისრებს. ამბობს, რომ ,,საქართველოში სოციალური სააგენტო ძალიან ცუდად მუშაობს. სოციალური მუშაკები იშვიათად ნახულობენ ბაშვებს, არასწორად აფასებენ ვითარებას, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ ბავშვების მომავალთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ სოციალური მუშაკები არაკომპტენეტურები არიან - არ აქვთ სათანადო მომზადება და ცოდნა, სამაგიეროდ ძალიან გადატვირთულები არიან. თუმცა ჯოხის გადატეხვა მხოლოდ სოციალურ მუშაკზე არასწორია“ - განმარტავს ბაია პატარაია.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და გაზრდილი პასუხისმგებლობის შესახებ სსიპ სოციალური სააგენტოს ადიგენის განყოფილების სოციალური მუშაკი ინგა მაღრაძეც საუბრობს.

,,ერთი სოციალური მუშაკი ვარ, იმდენად დატვირთულები ვარ, რომ ყოველწუთში ჩვენ ყველას ვერ ვესტუმრებით. თუ რაიმე პროგრამა არ გვავალდებულებს ვიზიტებს, მაშინ არ გვევალება ყველას ოჯახში სიარული“ - ამბობს ინგა მაღრაძე.

დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 500 სოციალური მუშაკია. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში 68 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. სოციალური მომსახურების სააგენტო შრომით ბაზარზე სოციალურ მუშაკთა ყველაზე დიდი დამსაქმებელია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური მუშაკის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თბილისში 680 ლარია, უფროსი სოციალური მუშაკის კი - 800 ლარი. ქვეყნის მასშტაბით სააგენტოში სულ დასაქმებულია 239 სოციალური მუშაკი. თუმცა როგორც სააგენტოს ინფორმაციით, დასაქმებულთა სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რადგან ხშირია კადრების გადინება.

ნესტან ტუფურიასა და მსგავსი ოჯახებისთვის სახელმწიფომ 2019 წელს ახალი დადგენილება მიიღო, რომლის შესახებ სოციალური სააგენტოს ადიგენის განყოფილების წარმომადგენელი საუბრობს. პეტრე აფრიამაშვილის თქმით,  ტუფურია 2019 წლიდან თვეში 500 ლარის ოდენობით თანხის მიღებას შეძლებს. ,,პირველი იანვრიდან მთავრობის დადგენილებით, სოციალური დახმარება 50 ლარის ოდენობით ყველა ოჯახს ერიცხება, რომლისთვისაც სოციალური ქულა 0 დან-100 000 -მდეა საჭირო, 0-დან 65 000-მდე ქულის შემთხვევაში 60 ლარი საარსებო სოციალური დახმარებაა“ - განმარტავს tv9news.ge-სთან პეტრე აფრიამაშვილი.

სტატისტიკური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით

2012 წელს 3 829 სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო რეგისტრირებული.
2013 წელს მათი რიცხვი 3 447–მდე შემცირდა.
2014 წელს, 3 304 პაკეტის მომხმარებელი ირიცხებოდა, ხოლო
2015 წელს რეგიონში 2 843 ოჯახი დარჩა,
2016 წელს მათი რიცხვი 3 383-მდე გაიზარდა,
2017 წელს კი 3 335 ოჯახამდე შემცირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ქულათა დათვლის სისტემის ცვლილებამ სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შემცირება განაპირობა. 2012 წლიდან 2017 წლამდე, სამცხე–ჯავახეთში დახმარება საქ.სტატის მონაცემებით 500-მდე ბენეფიციარს შეუწყდა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
17:04 / 17.02.2019
სინოპტიკოსები 20 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსები 20 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
15:41 / 16.02.2019
100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
18:58 / 14.02.2019
ლუბა ნათენაძე მეუღლესთან ერთად ვალენტინობას ყოველ წელს აღნიშნავს.
ლუბა ნათენაძე მეუღლესთან ერთად ვალენტინობას ყოველ წელს აღნიშნავს.
15:43 / 14.02.2019
Facebook
კვირის პოპულარული
ახალციხეში მაღაზია ''ბეკო'' გაქურდეს
14:12 / 11.02.2019
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 11 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
ახალციხეში საქველმოქმედო ფონდი დაარსდა
16:55 / 11.02.2019
სამცხე–ჯავახეთში საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევძლებთ“ დაარსდა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ხალხის აზრით
როგორ აღნიშნავთ ვალენტინობას?
18:53 / 13.02.2019
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -6 - 3 °C
img
ახალქალაქი -13 - -3 °C
img
ასპინძა -8 - 6 °C
img
ადიგენი 3 - 7 °C
img
ბორჯომი -3 - 2 °C
img
თბილისი 2 - 8 °C
img
აბასთუმანი -8 - -2 °C
img
ბაკურიანი -8 - -5 °C
img
ნინოწმინდა -13 - -3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9791
TRY
TRY
1
0.5010
USD
USD
1
2.6413
RUB
RUB
100
3.9608
კალენდარი
დონორები