საზოგადოება
საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ახალქალაქში ავაქიანის ძეგლის დადგმა გააპროტესტეს
საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პარლამენტის წინ ახალქალაქში მიხეილ ავაქიანის ძეგლის დადგმა გააპროტესტეს.

შეკრებილებმა ავაქიანის ძეგლის მოხსნა მოითხოვეს. მათი თქმით, ეს ფაქტი რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ავაქიანის ძეგლის დადგმა რუსული პროვოკაციის მორიგი ნიშანია.

„ჩვენ ვაპროტესტებთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სეპარატისტის ძეგლის დადგმას ახალქალაქში. აქციებს ჩავატარებთ მანამ, სანამ არ აიღებენ ამ ძეგლს და თუ საჭირო გახდა, ალბათ, სასამართლოში მივმართავთ, რათა დადგინდეს, რამდენად კონსტიტუციური, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო პირის ძეგლის დადგმა ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეებმა შვილმოკლულ მამებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს, სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის დასასრულს კი მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოვლენები ბინძურ პოლიტიკად შეაფასა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ, უნდა ვიცხოვროთ ერთად, მეგობრულად, ძმურად და ყოველთვის უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ეს, რაც ხდება, არის სიბინძურე პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ჩვენ ხალხმა უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში და ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
17:04 / 17.02.2019
სინოპტიკოსები 20 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსები 20 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
15:41 / 16.02.2019
100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
100 წლის წინ დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.
18:58 / 14.02.2019
ლუბა ნათენაძე მეუღლესთან ერთად ვალენტინობას ყოველ წელს აღნიშნავს.
ლუბა ნათენაძე მეუღლესთან ერთად ვალენტინობას ყოველ წელს აღნიშნავს.
15:43 / 14.02.2019
Facebook
კვირის პოპულარული
ახალციხეში მაღაზია ''ბეკო'' გაქურდეს
14:12 / 11.02.2019
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა 11 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.
ახალციხეში საქველმოქმედო ფონდი დაარსდა
16:55 / 11.02.2019
სამცხე–ჯავახეთში საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევძლებთ“ დაარსდა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ხალხის აზრით
როგორ აღნიშნავთ ვალენტინობას?
18:53 / 13.02.2019
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -6 - 3 °C
img
ახალქალაქი -13 - -3 °C
img
ასპინძა -8 - 6 °C
img
ადიგენი 3 - 7 °C
img
ბორჯომი -3 - 2 °C
img
თბილისი 2 - 8 °C
img
აბასთუმანი -8 - -2 °C
img
ბაკურიანი -8 - -5 °C
img
ნინოწმინდა -13 - -3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9791
TRY
TRY
1
0.5010
USD
USD
1
2.6413
RUB
RUB
100
3.9608
კალენდარი
დონორები