SSSS



საზოგადოება
ეროვნული მოძრაობის პირველი ტალღა ახალციხეში - 30 წლის წინანდელი კადრები არქივიდან
„ახალციხე ძალიან გვიან იხდის ვალს 9 აპრილს დაღუპულთა წინაშე“ , - ამ სიტყვებით მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილემ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას 30 წლის წინ. თბილისში, რუსთაველის განზირზე, 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა და მკვლელობა, ახალციხეში ადგილობრივებმა რამდენიმეათასიან მიტინგზე გააპროტესტეს.

„მოვითხოვთ მკვლელების სასტიკ დასჯას“, „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, „ერი სიმართლეს მოითხოვს“, - მომიტინგეებს ხელში ამ შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ: დაისაჯოს 9 აპრილის ტრაგედიაში მონაწილე რუსი გენერალი როდიონოვი, მოხდეს მისი, როგორც სახალხო დეპუტატის გაწვევა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქის სტატუსი, ახალციხეში მესაზღვრის ქუჩას დაერქვას 9 აპრილის ქუჩა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დატრიალებული ტრაგედია მასშტაბური საპროტესტო აქციებით ახალციხეში ორჯერ გააპროტესტეს, პირველად დარბევის მომდევნო კვირაში, მეორედ კი ორმოცი დღის შემდეგ.

სამცხე-ჯავახეთი საბჭოთა საქართველოს პერიოდში, ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან შლაგბაუმით იყო გამოყოფილი. 1988 წლიდან, როცა მთელი საქართველო ეროვნულმა მოძრაობამ მოიცვა, ადგილობრივების ნაამბობით, რეგიონი არ გამოირჩეოდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით. როცა თბილისში ათასობით ადამიანი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებს მართავდა, ახალციხეში მიტინგი არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ აღნიშნეს ახალციხეში გამომსვლელებმა, რომ ეს დაგვიანებული ვალის მოხდა იყო.

30 წლის წინ ახალციხის ციხის მიმდებარედ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს სკოლის მოსწავლეებმა, სასულიერო პირებმა, შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრებმა და სტუდენტებმა. გამომსვლელებს შორის ადგილობრივებისთვის ბევრი ნაცნობი ადამიანია: ზურა ჭელიძე, როინ თაქთაქიძე, ნინო დონაძე, ზურაბ მერაბიშვილი, სერგო მანჯავიძე, ივანე კალაიჯიშვილი, ნუნუ პარუნაშვილი, გიორგი გოგოლაძე, ვაჟა ჩერქეზიშვილი.

1989 წელს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეოკადრები, მაშინდელი მილიციის უფროსის, ვლადიმერ ზედგნიძის პირად არქივში ინახება.

Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.