საზოგადოება
ასპინძაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
84-ე საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში გაიხსნა. ახალი ობიექტი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ გახსნა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ასპინძის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მერვეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურსა და ადიგენში.

ახალგახსნილი ცენტრი ასპინძისა და მიმდებარე სოფლების 14 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

"საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ასპინძაში იუსტიციიის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის, თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, აიღებს საკადასტრო გეგმას და სხვა. ასპინძის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის –"სახელმწიფო – შენი პარტნიორი" – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასპინძის საზოგადოებრი ცენტრში მოქალაქეებს "მაგთისა" და "ლიბერთი ბანკის" მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.

2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურსა და დედოფლისწყაროში გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.