საზოგადოება
გამოცხადდება თუ არა "ლოკდაუნი" არჩევნების შემდეგ?
ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნზე“ საუბარი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ასეთ საკითხებს გარკვეული პოლიტიკური ძალები ხმების დასაგროვებლად.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება.

მარტივად აგიხსნით რატომ - იმიტომ, რომ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომოკური აღდგენა გახდება ნომერი პირველი პრიორიტეტი. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა მსოფლიოში გლობალურად შეფასებული იქნება რამდენიმე კრიტერიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ალბათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სისტემური „ლოკდაუნი“ ქვეყნის მასშტაბით არ იქნება, იქნება წერტილოვანი, დროებითი კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ჩვენ კონკრეტულ წესებს, პირბადეებს, დისტანციას და ა.შ. ასე რომ, ესეც მეორე ტალღაზე ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს,“-
განაცხადა გახარიამ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.