საზოგადოება
ინფექციის გავრცელების შეჩერება შევძელით - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებით ინფექციის გავრცელება შეჩერებულია. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, რაც მთავრობას ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას აძლევს.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ციფრები მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა ინფიცირების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რათქმაუნდა, გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რამეთუ ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ჩვენ ვამბობდით , რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ინფექციის გავრცელება ევროპაში ახალ რეკორდებს ამაყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ საახალწლო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში დღეს, 17 დეკემბერს კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში 55 ინფიცირებულიამ
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.