28 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 29- ე დაბადების დღის აღნიშვნას დიდი ზეიმით აპირებდა. ამის შესახებ მისი ახლობლები და მეზობლები საუბრობენ.
მშობლიურ სოფელ ქვემო ენთელში, დღეს ყველა ცდილობდა მისთვის უკანასკნელი პატივის მიგებას. ვიდრე ქვემო ენთელში, ერთი დღის დაკრძალულ მეგის იხსნებდნენ, ახალციხის კლინიკა ,,იმედის" ადმინისტრაცია და მედიკოსები სამართალდამცავ ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე საუბრობს.
კლინიკაში მომხდარ შემთხვევას, ასევე იძიებს სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომლის შუალედური დასკვნაც კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს. კლინიკა «იმედში», ექთანმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო «ოქსფორდ-ასტრაზენეკას» ვაქცინა გაიკეთა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.