საზოგადოება
ვისაც ყავს სამი ან მეტი შვილი სახლის ყიდვის შემთხვევაში, დაახლოებით 2/3-ს საბანკო პროცენტის, დავუსუბსიდირებთ - ნათია თურნავა
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კოვიდის პირობებში, იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, ახლა პროგრამას ემატება ახალი კომპონენტები, რაც უწყების ათწლიან გეგმაშიც იყო ასახული. პირველი ახალი ქვეპროგრამა არის სუბსიდირებული სესხები, რომელიც გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, ვისაც პირველი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი.

„ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში, ასეთმა ოჯახმა შეიძლება, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს დამატებითი ახალი ბინა, საცხოვრებელი სახლი, 200 000 ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული, თანაც იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, ბანკის თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი. პირობითად, დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული, ხოლო თუ საუბარი არის მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში, თანადაფინანსება არის გაცილებით მეტი, დაახლოებით 8%. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს დღეს იპოთეკურ სესხს; იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და ხუთი წლის განმავლობაში ამ თანადაფინანსებას განვახორციელებთ.

მეორე კატეგორია, ვინც ასევე მოექცევა ამ კატეგორიის თანადაფინანსების ქვეშ, ეს არის ოჯახები, ვისაც დღესაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, ანუ მრავალშვილიანი ოჯახები, მათაც ავტომატურად შეეძლებათ, ისარგებლონ ამ პროგრამით, ანუ ახალი წევრის შეძენის გარეშე. ვისაც ყავს სამი ან მეტი შვილი, პირველი სექტემბრიდან შემდგომი 12 თვის განმავლობაში შეუძლიათ, მიმართონ საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, შეიძინონ ახალი საცხოვრებელი ფართი და აქაც ჩვენ, დაახლოებით 2/3-ს საბანკო პროცენტის, დავუსუბსიდირებთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა ბევრად შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეულ ოჯახში თითოეული ასეთი ახალმოვლენილი წევრი იქნება არა მარტო დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული, პრაქტიკული სიკეთეების მომტანი“
, – განაცხადა ნათია თურნავამ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.