საზოგადოება
თოვლში ჩაფლული სახლები პატარა სამსარში და მშობიარე, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამდე ტრაქტორით მიიყვანეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარში უხვი ნალექი მოვიდა. დიდთოვლობის გამო სოფელი ფაქტობრივად ჩაკეტილია. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქარბუქისა და უხვი ნალექის დროს, სოფლის მკვიდრს მშობიარობა დაეწყო. პატარა სამსარში არც ექიმია და არც ექთანი. სასწრაფო დახმარების ჯგუფი კი გამოძახების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მშობიარე ქალი სოფლიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილამდე ტრაქტორით მიიყვანეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა.სოფელში სახლებს და ტექნიკას უხვი თოვლისგან ამ დრომდე წმენდენ. ხუთი ადგილობრივის სახლი თოვლით არის დაფარული, რომლის მობინადრეებიც ერთი დღე-ღამის განმავლობაში თოვლის ქვეშ ცხოვრობდნენ. მათ გარეთ გამოსვლა, მას შემდეგ შეძლეს, რაც სოფლის ახალგაზრდებმა სახლებთან მისასვლელად თოვლში გვირაბები გაიყვანეს.უამინდობა 18 მარტს, საღამოს დაიწყო. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა და სოფელი ელქტროენერგიის გარეშე დარჩა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფი დაზიანების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს. ქარმა ახლომდებარე მთებიდან თოვლი ჩამოიტანა და სოფელში გორაკებად მოაგროვა.
19 მარტს, ადგილობრივების ნაწილი ქორწილში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებულები კი იძულებულნი გახდნენ ავტომობილები გზაში დაეტოვებინათ და სახლებში ფეხით დაბრუნებულიყვნენ. სხვაგვარად ქარბუქს და ყინვას ვერ გადაურჩებოდნენ. მათი ავტომობილები დღესაც თოვლის ქვეშ არის მოქცეული.სოფელში ამ დროისთვის 72 ოჯახი ცხოვრობს. პატარა სამსარში ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა არ ახსოვს. წელს პირველად მოხდა, რომ სახლები თოვლის ქვეშ მოჰყვა.

JNEWS
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.