საზოგადოება
დაგროვებითი პენსიის გაცემა უკვე დაიწყო - რამდენმა ადამიანმა ისარგებლა რეფორმით?
„ჩვენ უკვე დაახლოებით, 10 მლნ ლარი გვაქვს გაცემული დაგროვილი პენსიის სახით. დაახლოებით, 3 000 ადამიანზე მეტია, ვინც უკვე ისარგებლა მათ მიერ დაგროვილი თანხით“,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ფონდში უკვე 3,3 მლრდ ლარია დაგროვილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობიდან ზედ დარიცხული სარგებელი 500 მლნ ლარს შეადგენს.

„დღეის მდგომარეობით უკვე 3,3 მლრდ ლარი გვაქვს დაგროვილი საპენსიო ფონდში, რაც ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი ოდენობით თანხაა. ამასთან, მას შემდეგ, რაც საინვესტიციო საქმიანობა დავიწყეთ, ეს არის 2019 წლის დასაწყისი, უკვე 500 მლნ ლარზე მეტი გვაქვს სარგებელი მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, იმიტომ, რომ რეალურად ეს თანხა არის ჩვენი მონაწილეების საკუთრება, ეს არის მათ დანაზოგზე დარიცხული სარგებელი, რომელიც შესაძლებელი გახდა მიგვეღო ჩვენი საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე. ამ სქემაში დაახლოებით, 1,300 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს გაწევრიანებული და ძალიან გვახარებს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყეთ პენსიების გაცემაც.

ბუნებრივია, ჯერჯერობით პენსიის მიმღებთა რაოდენობა არ არის ძალიან დიდი, მაგრამ რაც დრო გავა, უფრო მეტი ადამიანი მიაღწევს საპენსიო ასაკს და რეალურ სარგებელს, რასაც ამ რეფორმისგან ველით, მომავალ წლებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება“,-
განაცხადა გიორგი დანელიამ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.