საზოგადოება
აბასთუმნის შემდეგ აქცია თბილისში გაგრძელდება, უფრო მასშტაბური - აქციის მონაწილეები
ობსერვატორიასთან მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პროტესტი აბასთუმანში დასრულდა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უფრო მასშტაბური ხასიათის საპროტესტო აქცია უკვე დედაქალაქში გაიმართება.

პროტესტი აბასთუმნის ობსერვატორიასთან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ობსერვატორიასთან მდებარე საცხოვრებელ სახლებში მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრები არ შეუშვეს. შეკრებილების თქმით, დირექტორი თანამშრომლების ახლობლებს, ობსერვატორიის ტერიტორიაზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო არ უშვებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტომასალა და იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც 10 ივნისს, ობსერვატორიის დირექტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
,,სამწუხაროა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ ცოტა თბილისიდან ჩამოსული ადამიანი ვერ შედის სახლში, სადაც გაიზარდა და სადაც მისი დედა და მამა ცხოვრობენ. ადამიანს, რომლის ავადმყოფი დედა ცხოვრობს აბასთუმნის ობსერვატორიაში და შვილი ვერ შედის სანახავად მხოლოდ იმიტომ, რომ პატივცემულმა დირექციამ არ ინება ერთი უბრალო ბრძანების გაცემა. სასაცილოა... ეს მცირედია იმ ქაოსიდან,, რაც აბასთუმნის ობსერვატორიაში სუფევს. აბსოლიტურად ყველას გამოუჩნდა ინტერესების დამცველი, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც სახლში უნდოდა შესვლა და არ შეუშვეს" - წერს ანდრო იდი.

,,33 წელია ობსერვატორიაში ვცხოვრობ, 13 წელი უწყვეტად ვმუშაობ. დედამაც და ბიძამაც ობსერვატორიას შესწირეს თავი და იქვე ობსერვატორიის სასაფლაოზე განისვენებენ. ამდენი წლის განმავლობაში არასდროს შემქმნია პრობლემა სტუმრის მოპატიჟების, ტერიტორიის დათვალიერების, ტელესკოპში გახედვის... ახალი ადმინისტრაცია მოვიდა თუ არა ყველაფერი შეიცვალა რადიკალურად. როგორც თანამშრომლის დამცირება, დაქვეითება, დაუსაბუთებელი ბრალდებები, ასევე ჩაგვკეტეს შიგნიდან და სტუმარიც აგვიკრძალეს, ტელესკოპში რომ ახლობელი გავახედო სწრაფი ჩარიცხვის აპარატში 100 ლარიანი უნდა შევაცურო. საცოლის სტუმრობაზეც კი, სახელი გვარის და ვიზიტის ხანგრძლივობა მომთხოვეს. ამ დროს კი დირექციის სტუმრებისთვის საბაგიროც შეიძლება, ტელესკოპში გახედვაც და სრული მომსახურების პაკეტი. P.S მჯერა რომ ჩვენ ქუჩაზეც მალე მოვა გაზაფხული" - წერს სერგეი დანიკი.
აქციის მონაწილეთა თქმით, დირექტორის გადაწყვეტილებით, 60-მდე ოჯახი ზარალდება. ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები დირექტორის მიერ 10 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც მათ მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლა შეეზღუდათ. ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრების ნაწილმა, პრემიერ–მინისტრს იმ შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ. საკითხის განხილვა მთავრობამ ეკონომიკის და განათლების სამინისტროებს დაავალა.

,,ეს არ არის მხოლოდ არ შეშვებული ,,უცხო პირების" პრობლემა!!! ეს უფრო მასშტაბური პრობლემაა!! რას ნიშნავს ამ ადამიანებს არ გამოაჩნდათ ინტერესის დამცველი. ეს ნებისმიერი ადამიანის ინტერესია. სრულიად ,,სახალხო", ღია და საგანძური ობსერვატორია ,,სოროდ" გადააქციეს!" - წერს ეკა თოფურიძე.

,,ვაიმე რატომ გიკვირთ?!ეს ამბავი ახლა არ დაწყებულა ,დედაჩემი იყო პირველთაგანი ვინც ძალით გამოასახლეს სახლიდან,სადაც დაიბადა და გაიზარდა ,ხოლო ბებია და ბაბუა ობსერვატორიის აღმშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა და ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იცხოვრეს მანდ და ემსახურნენ ობსერვატორიას! მერე სასამართლოც გამოვიარეთ და მაინც არაა საშველი,რა გახდა ეს ასეთი აუღებელი ციხე???წინა თვეში ვიყავი ჩამოსული და აი, მანდ ჭიშკართან 2 საათი ველოდით დირექტორის თანხმობას, რომ შვილი დედ-მამის საფლავზე შეეშვა...სასწაულები ხდება მანდ..." - წერს მადონა ბუბაშვილი.
ობსერვატორიასთან შეკრებილთა უმრავლესობამ ტერიტორია წუხელ გვიან ღამით დატოვა, რადგან დასარჩენი არ ჰქონდათ და თბილისში გახდნენ წასასვლელები. ,,უფრო მასშტაბური პროტესტი უკვე თბილისში გაგრძელდება" - აღნიშნავენ ისინი.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.