ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, აშშ–ს საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
,,ღონისძიების მიზანი, შეხვედრის მონაწილეებისთვის ამერიკის საელჩოს მიერ, გამოცხადებული საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო" – განაცხადა ამერიკის საელჩოს გრანტების პროგრამების მენეჯერმა სოფო ბზიშვილმა.
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების საკონკურსო თემებია:
სამოქალაქო ჩართულობა, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობა და ეკონომიკური ზრდა, დამოუკიდებელი მედიის განვითარება – უფრო ინფორმირებული და ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის, კანონის უზენაესობა.
ამ დრომდე არსებული საგრანტო პროგრამები მხოლოდ 24.000 დოლარით ფინანსდებოდა, წელს თანხა 50.000–მდე გაიზარდა.
5000–დან – 24.000–მდე მოიმატა ასევე Alumni გრანტების პროგრამის დაფინანსებამაც.
მესამე პროგრამა, რომელი აშშ–ს საელჩომ გამოაცხადა წიგნების თარგმნას შეეხება.
საგრანტო ანკეტები მიიღება 2018 წლის 31 იანვრის, 18:00 საათამდე.
შევსებული საგრანტო ანკეტები (ერთი ამობეჭდილი ასლი ინგლისურ ენაზე სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად), მითითებულ თარიღამდე უნდა შეიტანოთ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში, ამერიკის საელჩოში.
მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა 11, თბილისი 0131, საქართველო. ამობეჭდილ ასლთან ერთად ელეტრონული აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
ელ.გზავნილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ: DemCom Program
საელჩოში გამართულ საკონსულტაციო დღეებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.