სოფლის მეურნეობა
გლეხები კარტოფილის იმედად და შემოსავლის გარეშე
სამცხე-ჯავახეთში მეკარტოფილეებმა საშუალო ხარისხის მოსავალი მიიღეს. ფერმერები არც ბოსტნეულის რაოდენობით არიან უკმაყოფილონი. 

გაზაფხულიდან მოყოლებული არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს გაუმკლავდნენ, ახლა მთავარი კარგ ფასში რეალიზაციაა, რაც წლებია მესხი ფერმერების გამოწვევად რჩება.

ზემო სხვილისში მცხოვრებმა დავით პაპიძემ, კარტოფილის წლევანდელი მოსავალი უკვე დააბინავა. ფერმერმა ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე 20 ტონა ბოსტნეული მიიღო. ახლა მთავარი პრობლემა უნდა გადაჭრას. კარტოფილი ისეთ ფასად უნდა გაყიდოს, რომ მოყვანის ხარჯებიც დაფაროს და ზამთარში ოჯახიც გამოკვებოს. 

„სასუქი, წამლობა, მორწყვა სჭირდება. სათესლე კარტოფილს ყოველ წელს ვყიდულობ. მაღაზიაში ისეთი ფასი აქვს, ვერ ვწვდები. ახლა წალკაში წავედი, ორი ტონა სათესლე 1 500 ლარი დამიჯდა“, – გვითხრა დავით პაპიძემ.



ფერმერის მსგავსად, კარტოფილის მოსავლით თითქმის ყველა სხვილისელი კმაყოფილია. ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო, ბოსტნეულის რეალიზაციით მიღებული თანხაა. სხვილისში ამბობენ, რომ კარტოფილის საბაზრო ფასი თვითღირებულებაზე დაბალია. ბოსტნეულს 50 თეთრად ყიდიან, ეს კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ კარტოფილის მოყვანის ხარჯებს ფარავს.

„წელს არაფერი არ გვივარგა, მარტო კარტოფილის მოსავალი იყო ნორმალური, მაგრამ რა ფასშიც არ უნდა გავყიდოთ, მხოლოდ თავის ხარჯს ფარავს“ – ამბობს ქვემო სხვილისში მცხოვრები გრიგორ ამბარიანი.

„ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ახლა ერთი კილო კარტოფილის ფასი 50–60 თეთრია. უკეთესი ცხოვრებისთვის კარგი მოსავალი და ხელსაყრელი ფასია საჭირო“, – გვითხრა ჰამბარცუმ ჰამბარცუმიანმა.

„ყველაფერს ჩვენ ვყიდულობთ – სარწყავ წყალს, თესლს. სახელმწიფო არაფერში გვეხმარება. კარტოფილს ფასი არც შარშან ჰქონდა და არც წელს აქვს, ამიტომ შემოსავალი თითქმის არ მაქვს“, – ამბობს ქვემო სხვილისელი პოღოს იგითბაშიანი.



მაყვალა ბეშქენაძე იმ ფერმერებს შორისაა, რომლებიც კარტოფილის მოსავლით უკმაყოფილონი არიან. სხვილისელი გლეხი ამბობს, რომ ამის მიზეზი მოურწყავი ნათესები და ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამოუცვლელი თესლია.

"უნდა გავიჭირვო, მოვიკლო კარტოფილი და გავყიდო, რომ თესლი ვიყიდო. მეორე წელსაც ხომ მინდა დათესვა? ქმარი მყავს ექიმთან წასაყვანი, მაგრამ ფული არ მაქვს. ვერც კარტოფილი გავყიდე, რომ მაგ ფულით მაინც გავუკეთო მეორე ოპერაცია და ვუმკურნალო“ – ამბობს მაყვალა ბეშქენაძე.




სოფლის მეუნრობის სამინისტროს ინფორმაციით,სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის ნათესებმა 16 000 ჰექტარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 20% –ით ნაკლებს შეადგენს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ წლევანდელმა მოსავალმა მათი მოლოდინი არ გაამართლა. კლიმატური პირობებისა და დაუმუშავებელი სათესლე მასალის გამო, ნათესებში უფრო მეტი დაავადება გაჩნდა. ნანა ზუბაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ნელ–ნელა გადის სუბსიდირებიდან.

"არ შეიძლება ფერმერი მუდმივად იყოს დამოკიდებული სუბსიდირებაზე. მართალია, დანახარჯი მეტი აქვთ და ფასი არ აკმაყოფილებთ, მაგრამ სახელმწიფო რეალიზაციაში არ ერევა. ფერმერებს ვეხმარებით მარკეტინგის წარმოებაში. ვაკავშირებთ შემსყიდველებს. ინფორმაციას ვაწვდით როგორ შეფუთონ, რომ უფრო ძვირად გაიყიდოს მათი პროდუქტი. პრობლემა, რაც ყველა მეკარტოფილე ფერმერს აწუხებს, სასაწყობე მეურნეობის სიმცირეა. რეგიონში სულ ორი სამაცივრეა“, – აცხადებს ნანა ზუბაშვილი.



კარტოფილის რეალიზაცია არასახარბიელოდ მიმდინარეობს – ამბობენ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. პავლე გიქოშვილის თქმით, სექტემბრის დასაწყისში ბოსტნეულს კარგი ფასი ჰქონდა და მისი რეალიზაციაც კარგად მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ფასი დაეცა.

"ყველა ფერმერი მოსავალს ინახავს ისეთ სარდაფებში, სადაც ტემპერატურას და ტენიანობას ვერ არეგულირებენ. ამიტომ კარტოფილი ზიანდება და ხარისხი იკლებს. ასეთი ბოსტნეული კიდევ უფრო ნაკლებად იყიდება. ფერმერი ვერ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც მან ვეგეტაციის პერიოდში გაწია. ამიტომ კილოგრამის გაყიდვა 55–60 თეთრად, მისთვის მიუღებელია. სახელმწიფო ფერმერს ყოველთვის ვერ დაეხმარება, რადგან დიდი საქმეა გასაკეთებელი. ხელისუფლება ზოგიერთ სოფელში კი მუშაობს, მაგრამ შედეგი ნაკლებია. ფერმერებმა პრობლემების ნაწილი, კოოპერატივების შექმნით თავად უნდა გადაწყვიტონ“, – ამბობს სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელი.



მესხი ფერმერები მოსავალს ვერ ყიდიან მაშინ, როცა საქართველოში წარმოებული კარტოფილი ქვეყნის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების თქმით, მიზეზი თვითღირებულებაა. საქართველოში ბოსტნეულის მოყვანა ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, საიდანაც კარტოფილის იმპორტი ხდება.

რეგიონში სასაწყობე მეურნეობები არ არსებობს, მოსავლის რეალიზაცია კი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამის გამო იძულებული არიან, მხოლოდ იმდენი კარტოფილი მოიყვანონ, რამდენის გაყიდვასაც მოკლე დროში შეძლებენ.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 9 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahismesleki yeterlilik belgesisigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpasahbetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotstarzbet holiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywinbets10goldenbahisbetasuslimanbethttps://twitter.com/goldenbahisoffrestbet