სოფლის მეურნეობა
მესხი მეწარმეების გზა ევროპის ბაზრისკენ
მეწარმეები, რომელთა მიზანიც ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრებაა, წარმოებაში დასავლური სტანდარტების დანერგვაზე წლებია მუშაობენ. ფერმერმა პროდუქტის მოყვანიდან რეალიზაციამდე თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნები ზედმიწევნით ზუსტად უნდა გაითვალისწინოს და დასავლური კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. 

გიორგი ნათენაძე წელიწადში საშუალოდ 2 000 ბოთლ მესხურ ღვინოს ასხამს. ახალციხელ მეღვინეს წარმოებული პროდუქციის 80% ექსპორტზე გააქვს. ნათენაძეების ღვინის დაგემოვნება, აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის ხუთ ქვეყანაშია შესაძლებელი. რეალიზაცია საქართველოში არ უჭირს, თუმცა ამჯობინებს, რომ მესხური ღვინო მსოფლიოს გააცნოს. სამომავლოდ, გაზრდილი წარმოებისთვის, ევროპის ბაზარი რეალიზაციის სტაბილურ სივრცედ იქცევა.



"მარტივი არ არის მიაღწიო იმას, რომ ექსპორტზე გაიტანო ნაწარმი. ძალიან ბევრი წელი და შრომა დამჭირდა ამისთვის. დღევანდელი პოპულარობა და გაყიდვები არის იმის საფუძველი, რომ მომავალში მქონდეს ევროპის სტაბილური ბაზარი. მთავარია, სუფთა, ნატურალურ ღვინოს აკეთებდე, იცოდე მოვლა და ხარისხობრივი შენარჩუნება“ - ღვინის ექსპორტისთვის აუცილებელ პირობებზე აკეთებს აქცენტს მეღვინე გიორგი ნათენაძე.

ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება კოოპერატივი „კოდი“. 11 მეფუტკრის შექმნილი გაერთიანება ალპურ თაფლს აწარმოებს. გიორგი მერაბიშვილი საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებსა თუ ფესტივალებში იღებს მონაწილეობას. მესხი ფერმერების თქმით, მათი თაფლის ნიმუში გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნეს და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. კოოპერატივი ფუტკრის ნაწარმის გატანას ევროპის ბაზარზე ორ წელიწადში დაიწყებს.



„ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ვემზადებით იმ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომელსაც ევროკავშირი უყენებს ქართველ მეწარმეებს ევროპაში თაფლის გასატანად. ამ სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფართო პერსპექტივას გვიქმნის ბიზნესის საკეთებლად. ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდი და სტაბილურია, რაც ჩვენ გვიბიძგებს დასავლეთისკენ“
, - ამბობს კოოპერატივ „კოდის“ თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი.

ზურაბ სადათიერაშვილისთვის ევროპის ბაზარი, საქართველოს შორეული, თუმცა სამომავლო პერსპექტივაა. ფერმერი და სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ფიქრობს, რომ ქვეყანამ ჯერ შიდა მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. სადათიერაშვილმა ორ ჰექტარზე 90 ტონა სტაფილო მიიღო. ბოსტნეული ევროპის ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. სტაფილო შენახვისას სპეციფიურ პირობებს საჭიროებს. სასაწყობე მეურნეობაში მაღალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურაა საჭირო. იმის გამო, რომ ამ პირობების შექმნა ვერ ხერხდება, ფერმსრი ბოსტნეულს პირდაპირ მინდვრიდან ყიდის.



„გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მიმზიდველია ქვეყნისთვის, რადგან რუსული ბაზრისგან განსხვავებით არ ახასიათებს პოლიტიკური კონიუქტურა. არ დაგიკეტავენ ერთ დღეს და არ ჩაგაგდებენ უხერხულ მდგომარეობაში. ჩვენი მხრიდან წესების დაცვა იქნება აუცილებელი. პესტიციდების გამოყენება, დოზირება, ჯერადობა. მაგალითად, საქართველოში ჯერ კიდევ არის პესტიციდები, რომლებიც აკრძალულია ევროპაში. მცირე ფერმერისთვის არარეალურია ევროპის ბაზარზე მოხვედრა. უნდა მოხდეს გამსხვილება, კოოპერატივების შექმნა, რომ ერთგვაროვანი პროდუქცია დიდი რაოდენობით მივიღოთ“,
- ამბობს ზურაბ სადათიერაშვილი.

ჯანმრთელი პროდუქტისთვის ევრპოკავშირის ბაზრის კარი ღიაა - ამბობენ სპეციალისტები. ამისთვის კი ქვეყანამ ჭარბი მოსავლის მოყვანა და ინფრასტრუქტურის გამართვა უნდა შეძლოს. სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის თქმით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართელოში ხილისა და ბოსტნეულის მოყვანას, სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები პესტიციდი და სასუქი სჭირდება. სწორედ ამ ნიშნით შეუძლია დასავლეთის ბაზარზე საპატიო ადგილის დაკავება ქართულ პროდუქციას.

"ისეთი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, რომელშიც მეტს გადაიხდიან. ასეთი კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ჩვენს მხარეში არავინ წამლავს ხილს და კურკოვნებს. მაგალითად ამას აქვს პერსპექტივა" - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

თავისუფალი სავაჭრო სივრცე ფერმერებისთვის მხოლოდ ახალ ბაზარს არ ნიშნავს. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი თამუნა კაპანაძე იმ სიკეთეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქვეყანა DCFTA-ის ფარგლებში მიიღებს.



"მე არ ვარ ფერმერი და დასავლეთის ბაზრის გახსნას არ ველი, მაგრამ მე ვარ საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელმაც აქედან სარგებელი უნდა მიიღოს. ეს შეთანხმება ევროპული სტანდარტების მიღწევას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და რესურსების რაციონალურად მართვას გულისხმობს", - ამბობს თამუნა კაპანაძე.

საქართველო შეემატა იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ევროკავშირში თაფლის, მატყლის და ზღვის თევზის პროდუქტის იმპორტი ნებადართულია. კიდევ ერთი სარგებელი, რასაც საქართველოს მოსახლეობა DCFTA-ზე ხელმოწერით მიიღებს ის არის, რომ ევროკავშირის სტანდარტები ქვეყნის შიდა სტანდარტები უნდა გახდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მას შესწევს ძალა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, რისი დეფიციტიც იქ არის. გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ბიო პროდუქტები. მაგალითად არამერქნული, ტყის პროდუქტი, დამუშავებისა და სერტიფიკაციის შედეგად, ავტომატურად ხდება ბიო პროდუქტი. სამცხე-ჯავახეთში ამდენი კენკრაა, სამკურნალო მცენარეები და ამხელა ტყის რესურსი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადის ევროკავშირის ბაზარზე“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ჟღენტი.

გასულ წელს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პროდუქტის ექსპორტს 23% ახორციელებს, აქედან ევროპის ბაზარზე მხოლოდ 15% მოდის.



მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები, რაც მათ ევროკავშირის ბაზარზე შესვლაში ხელს უშლის. მიზეზებს შორისაა მცირე წარმოება, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონა და ექსპორტის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. ამის გამო, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად, პროექტების განხორციელება დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირმა" რამდენიმეთვიანი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.

"ოთხი შეხვედრა გაიმართა საჯარო მოხელეებთან, მცირე მეწარმეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია რა არის DCFTA, რა სარგებლის მიღება შეუძლიათ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ", - აცხადებს ნატო ინასარიძე.



ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველო თანდათან ასრულებს. როგორც სამოქალაქო სექტორში ამბობენ, სახელმწიფოს მზაობა არის, რომ კანონმდებლობა ეტაპობრივად დაიხვეწოს და დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდეს. პროცესი წინ ნელა მიიწევს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, საიდანაც თაფლის, მატყლის, ზღვის თევზის პროდუქტის იმპორტი, ევროპის ბაზარზე ნებადართულია.
საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, საიდანაც თაფლის, მატყლის, ზღვის თევზის პროდუქტის იმპორტი, ევროპის ბაზარზე ნებადართულია.
23:31 / 30.12.2018
ხეხილი, კენკროვნები, ბოსტნეული, ტყის პროდუქტი - საქართველოდან ევროპის ბაზარზე, ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება მოხვდეს.
ხეხილი, კენკროვნები, ბოსტნეული, ტყის პროდუქტი - საქართველოდან ევროპის ბაზარზე, ნებისმიერი პროდუქცია შეიძლება მოხვდეს.
18:32 / 25.12.2018
მესხეთში მომავალი აგრო წელიწადისთვის მზადება დაიწყეს.
მესხეთში მომავალი აგრო წელიწადისთვის მზადება დაიწყეს.
11:07 / 24.12.2018
„ყინვა რომ დაიჭერს“ მესხეთში ლოკოკინების სეზონი დგება და „პირველ დაქუხებამდე“ მისგან სხვადასხვა კერძი, მათ შორის ხინკალი მზადდება.
„ყინვა რომ დაიჭერს“ მესხეთში ლოკოკინების სეზონი დგება და „პირველ დაქუხებამდე“ მისგან სხვადასხვა კერძი, მათ შორის ხინკალი მზადდება.
22:34 / 22.12.2018
ახალციხეში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საჯარო საინფორმაციო ფორუმი გაიმართა.
ახალციხეში ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) საჯარო საინფორმაციო ფორუმი გაიმართა.
16:58 / 13.12.2018
Facebook
კვირის პოპულარული
რამაზ ნოზაძეს მოგებული ავტომობილი არ გადასცეს
15:31 / 16.01.2019
ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ „კრისტალბეთის“ გათამაშებაში მოგებული TOYOTA prado ვერ მიიღო.
დიზაინერობიდან არქიტექტორობამდე და პირიქით
22:36 / 16.01.2019
მუშაობას საღამოს იწყებს, როცა სამსახურიდან ბრუნდება. არქიტექტორის ხელსაწყოებს გვერდზე დებს და მრავალფუნქციურ საკერვ მანქანას მიუჯდება.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor. She starts attaching a thread from the center and takes it slowly towards edges to fix equally distributed wool. Advantage of such method of sewing a blanket has been proved over years.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -8 - 4 °C
img
ახალქალაქი -14 - -1 °C
img
ასპინძა -11 - 3 °C
img
ადიგენი 5 - 11 °C
img
ბორჯომი -8 - 5 °C
img
თბილისი -2 - 8 °C
img
აბასთუმანი -9 - 0 °C
img
ბაკურიანი -11 - -4 °C
img
ნინოწმინდა -14 - -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0368
TRY
TRY
1
0.4974
USD
USD
1
2.6629
RUB
RUB
100
4.0103
კალენდარი
დონორები