ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ტამბოვკა და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში წაღვერი, ცემი, კიმოთი, ტიმოთესუბანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.