სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია დროებით შეიზღუდება(R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს 12:30-დან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ბეშეღუ, ახალდაბა, ზანავი, კორტანეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბაკურიანში წერეთლის ქუჩაზე და ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპაინის, შაუმიანის, რუსთაველის, წერეთლის, აივაზოვსკის, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.