რეგიონი
ყაზახეთი - რუსული გავლენები და გაკვეთილი საქართველოსთვის
ფოტო: Reuters

ბოლო პერიოდში, პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მოვლენები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოზე. ექსპერტთა წრეებში ამბობენ, რომ ყაზახეთში, წლის დასაწყისში სპონტანურად დაწყებული პროტესტისთვის, არც ხელისუფლება იყო მზად და არც საზოგადოება. ერთი შეხედვით, ყაზახეთში შექმნილ სიტუაციას არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს საქართველოზე, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ მიმდინარე მოვლენები ჩვენი ქვეყნისთვისაც მკაფიო სიგნალია. ავტორიტარული რეჟიმის პირობებში დაწყებულ პროტესტზე გაჩნდა ორი მოსაზრება - ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო ეროვნული გრძნობებით მანიპულირების შედეგი, ზოგი თვლიდა, რომ ეს იყო 30-წლიანი ძილიდან დიდი გამოღვიძება.

რა შეიცვალა ევროპაში ყაზახეთში დაწყებული აქციებით და როგორ შეიცვალა რუსეთის პოზიციები და გავლენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში?


რა მოხდა ყაზახეთში?


ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ყაზახეთში, სადაც 30 წლის განმავლობაში ხელისუფლება არ შეცვლილა, ავტორიტარიზმის მიუხედავად, მოქალაქეებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდებოდა. საწვავის ფასის მკვეთრად გაზრდის გამო, 2022 წლის დასაწყისში, საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთში, პატარა ქალაქ ჟანაოზენში დაიწყო და სწრაფად მოიცვა ქვეყნის დიდი ქალაქები.

ორჯერ გაძვირებული თხევადი გაზის ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნების გადაწყვეტილება ყაზახეთის ხელისუფლებამ სწრაფად მიიღო, მაგრამ ვითარება იმდენად გამწვავებული იყო, რომ საპროტესტო ტალღის შეჩერება ვეღარც მთავრობის გადადგომით მოხერხდა.

მოქალაქეები ხედავდნენ, რომ წლების განმავლობაში, კორუფციასა და უსამართლობაში ჩაფლული ქვეყანა არ ვითარდებოდა. ამის გარდა, ყაზახეთში არაერთი მიზეზი იყო, რომ მოქალაქეებს პროტესტი დაეწყოთ. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით დაწყებული პროტესტი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მალე გადაიზარდა პოლიტიკურ მოწოდებებში.
აქციის მონაწილეები. Reuters

პროტესტანტები არა პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის გადადგომას, არამედ მისი წინამორბედის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას ითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ნაზარბაევი იყო, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა და 2019 წელს გადადგომის მიუხედავად, ხელისუფლებას მაინც ის აკონტროლებდა. ნაზარბაევი საპროტესტო გამოსვლებამდე ინარჩუნებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს, მაგრამ პრეზიდენტი იძულებული გახდა, რომ ის პოსტიდან გადაეყენებინა.

„ეს იყო ლოგიკური ამოხეთქვა იმ პროტესტისა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა. ამ რეგიონში მსგავსი პროტესტი პირველი არ იყო. წარსულშიც იყო შემთხვევები, როცა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ყაზახი მოქალაქეები აპროტესტებდნენ მათ მდგომარეობას, თუმცა პროტესტი ყოველ ჯერზე სასტიკად იყო ჩახშობილი. მაგრამ ეს პროტესტი მოედო ქვეყნის ურბანულ ნაწილს“, - ამბობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მკვლევარი მარიამ წიწიკაშვილი.

რუსული გავლენები

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთმა დასავლეთის მიერ ინსპირირებულად მონათლა, რომლის მიზანიც რევოლუციის მოხდენა იყო. კრემლი ირწმუნებოდა, რომ ყაზახეთის უსაფრთხოებას გარე ძალები უტევდნენ. ამ აზრს იმეორებდა პრეზიდენტი ტოყაევიც, რომელმაც ამბოხებულთა წინააღმდეგ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ) სამხედრო დანაყოფები გამოიყენა. ე.წ. სამშვიდობოების შეყვანა 6 იანვარს მოხდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებით რუსეთის გავლენები გაიზარდა.

„როცა სამართალდამცველებმა ხალხის მხარეს დაიწყეს გადასვლა, კლანს გარედან დახმარება დასჭირდა. ამაში ჩაერია რუსეთი, რომელმაც ძალიან სწრაფად გააგზავნა შეიარაღებული ძალები. ეს იყო ღიად გამოცხადებული მხარდაჭერა. ეს ძალები მალევე გავიდნენ უკან, მაგრამ მივიღეთ უფრო პრორუსული ხელისუფლება, ვიდრე მანამდე იყო, რადგან მათი ძალაუფლების შენარჩუნება რუსული სამხედრო ძალის დახმარებით მოხერხდა“, - ამბობს აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.

გაკვეთილი საქართველოსთვის


პუტინის რუსეთს ყველაზე მეტად მის საზღვრებთან დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაჩენის ეშინია - ამბობენ ექსპერტები. მათი თქმით, სწორედ ამიტომ ჩაერია რუსეთი ყაზახეთის მოვლენებში, ახლა კი ხელისუფლება მასთან ვალშია.

„ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს დაუსხლტეს რუსეთის მავნე ზეგავლენას და დასავლეთში ინტეგრირდეს, რაც უფრო მეტი მოკავშირე გვეყოლება პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც უფრო მეტი დემოკრატიული ქვეყანა გაჩნდება, ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი პარტნიორი ეყოლება, რომელთან ერთადაც განამტკიცებს იმ იდეას, რომ რუსეთის საზღვრებთან ახლოს შესაძლებელია გაჩნდეს დემოკრატიული სახელმწიფოები. პუტინის რეჟიმს ყველაზე მეტად ამის ეშინია“, - გვითხრა მარიამ წიწიკაშვილმა.
ფოტო: Reuters

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ჩრდილოელი მეზობლისგან უფრო დაცული იყოს - ბატიაშვილის თქმით, ქვეყანამ უნდა შეძლოს, რომ დასავლეთისთვის საინტერესო იყოს, რისთვისაც მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის. საქართველო უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული, იყოს იმ ფასეულობების მატარებელი, რაც დასავლეთშია.

„სამწუხაროდ, საქართველო იმდენად ღრმად არის შიდა საკითხებში ჩაფლული, არ რჩება გარშემო მიმოხედვის საშუალება. ამ დროს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვეხება. ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია სირაქლემას პოზიცია, არ აინტერესებს რა ხდება გარშემო და ცდილობს თავი ღრმად ჩარგოს ქვიშაში. ეს საქციელი ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომელიც გვაქვს - გამხეცებული მეზობელი, რომელიც ცდილობს იპოვოს მსხვერპლი. ყაზახეთიც და უკრაინაც არის რუსეთის გეგმის ნაწილი, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენა ჰქვია. ეს არის სიგნალი, რომ თუ ამხელა ქვეყნებში გამოუვიდა რუსეთს თავისი ჩანაფიქრი, რა შეუშლის ხელს საქართველოში? ამიტომ არის იქ განვითარებული მოვლენები არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.

ოფიციალური თბილისი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე მოზომილი განცხადებით შემოიფარგლა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე „მოძმე ყაზახეთსა და ყაზახ ხალხს" კრიზისის შედეგების დაძლევა და განვითარების მიმართულებით სვლა უსურვა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყაზახეთში დაწყებული მოვლენები ამით არ დასრულდება. მათი თქმით, ძალადობრივად ჩახშობილი პროტესტი უკვალოდ არ ქრება და გარკვეულ შედეგებს მომავალში გამოიღებს.
Facebook Twitter
თეგები: ყაზახეთი /
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 9 °C
img
თბილისი 12 °C
img
აბასთუმანი 5 °C
img
ბაკურიანი 1 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9028
EUR
EUR
1
2.8848
RUB
RUB
100
2.9378
TRY
TRY
1
0.0831
USD
USD
1
2.6800
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuKimsenin Bilmediği Deneme Bonusu Veren SitelerEntrümpelung firmamedyamuhabiri.comstarzbetstarzbet girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelazbahismariobetsweet bonanza demo oynazbahiszbahissuperbetinstarzbet girişstarzbet twitterbetturkey girişbetturkey twittercasibomdeneme bonusu veren sitelerbycasinobycasinograndpashabetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izle hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom giriş marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet dinamobet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbetting7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetCasinomhub Girişsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000mcswizzlespuff.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://cinemanova.com.au/?beta=beta138casibomimajbetdinamobetjojobetmarsbahissekabetonwinsahabetonwincasibomnakitbahiscasibommeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetdinamobetdinamobetcasibomholiganbetjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitwww.istanbulllescort.net/bahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetcasibomlunabetcasibomcasibominstagram open serviceinstagram open servicesekabetmariobettrbetcasibomholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasibomsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişbetparkcasibomgrandpashabet+18 filmvbetbetkomholiganbetbetebetvbetbetebetholiganbetonwinmarsbahismatbetsekabetonwinsahabetholiganbetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10betebetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwinsekabet22jojobetcasibombets10bets10bets10bets10holiganbetbets10bets10youwinbets10bets10bets10Deneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetbetmatikBetmatikcasibom7slotsmarsbahiskarşıyaka travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetsekabetThesakultahodeonbetbetebetbetebetmeritkingmarsbahismarsbahisbetebetzbahisTipobet365betebetgrandpashabetCasibommarsbahisyouwinjojobetsuperbetinmarsbahisYouwinHepsibahisYouwin GirişHepsibahis Girissekabetonwinimajbetmarsbahissavoybettingjojobetmatbetsüperbahisbetboo girişbetboo casino girişcasino slot oyunlarıbetebettaş kaplamabetpasonwbetmatik yeni girişonwin yeni girişgrandpashabet yeni giriş1xbet yeni giriştipobet yeni giriştipobet yeni girişmarsbahis yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişfixbet yeni girişbetturkey yeni girişbetpublic yeni girişbetpublic yeni girişstarzbet yeni girişxslot yeni girişbycasino yeni girişTipobet yeni girişonwin yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişsupertotobet yeni girişmariobet yeni girişmariobet yeni girişonwin yeni girişgrandpashabet yeni giriş1xbet yeni giriştipobet yeni giriştipobet yeni girişmarsbahis yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişfixbet yeni girişbetturkey yeni girişbetpublic yeni giriştarafbet yeni girişstarzbet yeni girişxslot yeni girişbycasino yeni giriştipobet yeni girişonwin yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişsupertotobet yeni girişmariobet yeni girişbetmatik yeni girişonwin yeni girişgrandpashabet yeni giriş1xbet yeni giriştipobet yeni giriştipobet yeni girişmarsbahis yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişfixbet yeni girişbetturkey yeni girişbetcup yeni giriştarafbet sorunsuz girişstarzbet yeni girişxslot yeni girişbycasino yeni giriştipobet yeni girişonwin yeni girişsahabet yeni girişmatadorbet yeni girişsupertotobet yeni girişmariobet yeni girişmariobetholiganbetvozolmatadorbetmarsbahisvozolmarsbahis girişrestbettümbetSahabetjojobet mobil girişhepsibahisbetmatikbetkomvdcasinobetturkeystarzbetmatadorbettoptan basic tişörtportobetgrandpashabetgrandpashabetbetpasbetpas girişbetpas twittersingle login z-libraryhttps://direksiyonkilifi.com/direksiyon kılıfıizmir escortgrandpashabetkalebetjojobetholiganbetpiabellacasinobaywinlunabettümbetPusulabet Pusulabet lunabetbaywinlunabet güncel girişMatadorbet TwittertümbettarafbetTipobetCasibom İnstagramCasibom Girişbets10winxbetbets10jojobetMarsbahis girişSekabetmatadorbetsahabetholiganbetholiganbettümbetsekabetbaywinpusulabet girişpusulabetbahsegelgrandpashabetdeneme bonusu veren sitelerlunabet güncel girişdinamobetbetmatik girişbets10bets10bets10Sekabetbetmatikbaywinlunabet güncelpusulabet twittervbet