COVID19
პანდემიის მეორე ტალღა იწყება - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება, - ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს. იმიტომ, რომ სრულად ვმართავს სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა ისევე, როგორც სოციალური ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ვირუსის მართვის პირობებში. მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 PCR ტესტს აკეთებდა და დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია საშუალოდ გააკეთოს 6000-7000 ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ რომ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 57 შემთხვევა დაფიქსირდა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.