SSSS



COVID19
ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ - კოვიდკითხვებზე ბიძინა კულუმბეგოვი გიპასუხებთ
ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობისა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, „ერთიანობის“ შემქმნელებმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლატფორმა „კოვაიდერი“ ყველა კოვიდინფიცირებულს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სრული ინფორმაცია, როგორც ვირუსის შესახებ, ასევე რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ.

"ყველა კითხვაზე, რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს, ის პასუხს მათთვის ცნობილ ექიმისგან- ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.

იმისთვის, რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა მოძებნონ „ფეისბუქში“ გვერდი „კოვაიდერი“ და მესენჯერის საშუალებით მიჰყვნენ მოცემულ ბმულს: თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში; რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება; სად ხდება PCR ტესტირება; როგორია თვითიზოლაციის წესები; რეკომენდაციები"
, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "კოვაიდერი“ ინფიცირებულებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

„ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეპიდსიტუაციამ დაგვანახა, რომ ექიმებზე მოთხოვნა და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გამოწვევაა. ამიტომ პლატფორმა „ერთიანობის“ შემქმნელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთი ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შეგვექმნა, რომელიც ინფიცირებულებს შეუმსუბუქებს მდგომარეობას. იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონოდა სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ამ პროცესში ჩართულობა ექიმ ბიძინა კულუბმეგოვს ვთხოვეთ. უმრავლეს შემთხვევაში ვირუსს სახლის პირობებში ვებრძვით და სწორედ ეს პლატფორმა დაეხმარება ინფიცირებულებს, თუ როგორ უნდა წარმართონ სწორად ვირუსთან ბრძოლა. ამ პლატფორმის საშუალებით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ექიმის კონსულტაცია, რათა არსებულ ეპიდსიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება,“ - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.