პუტინმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 12 მაისს თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვი წარადგინა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრად სერგეი შოიგუს ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში ომის გახანგრძლივებისა და შესაძლოა, ნატოსთან დაპირისპირებისთვისაც. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, საკადრო ცვლილებები მიუთითებს, რომ პუტინი დგამს ნაბიჯებს ეკონომიკური და სამხედრო მრეწველობის ბაზის მობილიზაციისთვის უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და შესაძლოა, ნატოსთან მომავალი კონფრონტაციისთვისაც.