როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
30 სექტემბერს და პირველ ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 24 და 23. ღამით კი ორივე დღეს 13 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 23 და 22, ღამით კი ორივე დღეს 12 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 და 23 გრადუსი იქნება, ღამით 11. ადიგენში დღისით 22 და 21, ღამით 10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 19 და 18, ღამით 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და 15-ს, ღამით ორივე დღეს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 21 და 20 გრადუსს, ხოლო ღამით 11 და 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 18 და 17, ღამით კი 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსი იქნება.