სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში თბილ ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით 31 მარტსა და 1-ლ აპრილს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
31 მარტსა და 1-ლ აპრილს ახალციხეში თბილი ამინდია მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +15 და +17 გრადუსს, ღამით კი მინუს 2 და +1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც მზეა. დღისით +17 და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 და +4 გრადუსს ვარაუდობენ.
თბილი და უნალექო ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +18 და +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 და +2 გრადუსი იქნება. მზეა ადიგენშიც, დღისით +13 და +15 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით + 4 და მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +13 და +14 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +3 და მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +12 გრადუსს, ხოლო ღამით +4 და +1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზეს და ყინვას ვარაუდობენ. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +14 და +15 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 3 და მინუს 1გრადუსი ყინვა იქნება. უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +9 და +11 და ღამით 0 და +1 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც თბილი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა ორივე დღეს +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 და +10 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილამდე, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.