ახალი ამბები
მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ნერგებით დაეხმარება
საქართველოს მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს ნერგებით დაეხმარება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროგრამის დანერგე მომავლის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, შესაბამისი პროგრამა გაჩნდება. პროგრამა დაზარალებული ფერმერების ვაზის ჯიშებით დახმარებასაც გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა სტიქია რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ეს იყო კახეთი, რომელიც დაზარალდა სეტყვის გამო და რაჭაშიც. რაში მდგომარეობს ცვლილებების არსი - მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეფექტურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ძირითადად, ფარავდა მიღებული მოსავლის რისკებს, მისი დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ბევრ ფერმერს უბრალოდ გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლიანი ბაღები და რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, უფრო მაღალი ხარისხის და ღირებულების ვაზის ჯიშები, იმ ჯიშებით, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში. მაგალითად, რქაწითელი, იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება. ეს პროგრამა დაიწყება წელს, 2020 წლის 15 ივლისის შემდეგ დაზარალებულ გლეხებით და შემდგომ გაგრძელდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რამეთუ ჩვენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად შევძლებთ უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩავანცვლოთ როგორც ვაზი, ასევე სხვა მრავალწლიანი კულტურები ,“- განაცხადა გახარიამ.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.