სამცხე-ჯავახეთში COVID19-ის 27 ახალი შემთხვევაა
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 28 431-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა.
"დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის - 788, აჭარაში - 551, იმერეთში - 245, ქვემო ქართლში - 87, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7", - განაცხადა სიჭინავამ.