ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
25 და 29 წლის ორი ახალგაზრდა, ნინოწმინდის სოფელ გონდურასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ავარია დღეს, 17 იანვარს მოხდა. დაშავებულები ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რადიო ნორის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.