"ევროპული საქართველო" სამცხე-ჯავახეთში კანდიდატებს წარადგენს
პარტია "ევროპული საქართველო" სამცხე-ჯავახეთში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს და პროპორციული სიის წევრებს წარადგენს. ამომრჩევლებთან შეხვედრა ახალციხეში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ იმართება.
შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერი გიგა ბოკერია ხვდება.
პარტიას მერობის კანდიდატი ჰყავს ახალციხეში - ზურაბ სადათიერაშვილი. ახალქალაქში - არსენ კარაპეტიანი.