რა ღირს ერთი დოლარი 22 მარტის მონაცემებით?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2260 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2216 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 21 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2219 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5599 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.