დღეს თამარობაა
31 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს. დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება - 31 იანვარს გარდაცვალების, 14 მაისს კი მისი ხსენების დღეა.
საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა ქვეყანას, შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა.
თამარი სამაგალითო ქრისტიანი იყო, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები.
თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.
თამარ მეფის ძეგლი 23 წლის წინ, ახალციხეში დადგეს.