SSSS
საზოგადოება
საახალწლოდ რუსეთში უცხოურ ბრენდებს ქართული და სომხური ალკოჰოლური სასმელები ჩაანაცვლებს
რუსეთის ალკოჰოლურ ბაზარზე დასავლური სანქციების შედეგად გამქრალ უცხოურ ბრენდებს საახალწლოდ ქართული, სომხური და ინდური სასმელები ჩაანაცვლებს. ამის შესახებ სააგენტო RBC-ის მიერ გამოკითხული ბაზრის მონაწილეები აცხადებენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ სანქციები ალკოჰოლის მიწოდებაზე რუსეთში საახალწლოდ არაერთი პოპულარული ბრენდის, მათ შორის შამპანურ Moët-ის, ვისკი Chivas Regal-ისა და ლიქიორ Baileys-ის დეფიციტს გამოიწვევს. საახალწლო არდადეგებამდე ორი თვით ადრე ალკოჰოლის საბითუმო და საცალო მოვაჭრეებმა უკვე დაიწყეს ალკოჰოლური სასმელების პოპულარული ბრენდების დეფიციტის დაფიქსირება, რომლებიც ქვეყანაში ადრე საზღვარგარეთიდან შედიოდა. РБК წერს, რომ დეფიციტური სასმელები დახლებიდან მაშინვე ქრება, ხოლო ზოგიერთი მათგანის მარაგი უკვე ამოიწურა.

კომპანია Ladoga-ს განვითარების დირექტორი, დიმიტრი ისაჩენკოვი აცხადებს, რომ მაღაზიებისა და რესტორნების წინასაახალწლო შესყიდვებში ცქრიალა ღვინოებზე, ფრანგულ კონიაკსა და შოტლანდიურ ვისკზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ექსპერტის თქმით, ამ კატეგორიებში ლომის წილი უცხოურ ბრენდებს ეკავათ, რომლებმაც ბაზარი ანტირუსული სანქციების გამო დატოვეს.

„ვერც კი ვასწრებთ მოტანას, ლაბორატორიულ შემოწმებას, განბაჟებასა და აქციზური მარკებით დაკვრას, რომ ორიოდე დღეში საქონელს კვოტებით მყიდველები იტაცებენ,“ - აცხადებს ისაჩენკოვი. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიამ შამპანურისა და კონიაკის მიწოდება ოთხჯერ, ვისკის კი 70%-ით გაზარდა.

ბრენდების ყველაზე დიდი დეფიციტი შამპანურის კატეგორიაში გაჩნდება, რომელშიც მხოლოდ საფრანგეთის შამპანის რეგიონის სასმელები შედის. ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლიპილინი ყველაზე დეფიციტურ შამპანურებიდან Moët & Chandon-ს, Piper-Heidsieck-ს და Louis Roederer-ს ასახელებს. მისი თქმით, ეს პროდუქცია გაქრება და მოვაჭრეებმა „უკვე უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რითი შეცვალონ ისინი.“

ძლიერი ალკოჰოლის ჩანაცვლება ისეთი ქვეყნებიდან მოიაზრება, როგორიც არის საქართველო, სომხეთ და ინდოეთი. მაგალითად, ქართულ და სომხურ კონიაკებზე, ასევე, ქართულ ჭაჭაზე, ღვინოსა და ხილის დისტილატებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, ხოლო ვისკის მიწოდება ინდოეთიდან განიხილება. ამის შესახებ РБК-ს კომპანია Luding Group-ის მარკეტინგის დირექტორმა, ანდრეი უშაკოვმა განუცხადა.

ამასთან, საცალო ვაჭრობის ქსელ Metro-ს რუსულ ოფისში, რომელიც, ძირიათადად, საბითუმო გაყიდვებს ეწევა, აცხადებენ, რომ ცქრიალა ღვინოებს ბაზარზე საქართველოდან და სომხეთიდან ასევე, გერმანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან შეიტანენ. РБК-ის ცნობით, საცალო მოვაჭრეს ეს პროდუქცია აღნიშული ქვეყნებიდან რუსეთში პირდაპირ შეაქვს.

ნოემბრის დასაწყისში მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ პარალელური იმპორტისთვის ნებადართული საქონლის სიაში ალკოჰოლის 40-მდე ბრენდი შეიტანა. ამის მიუხედავად, ღვინის დისტრიბუტორი კომაპნია AST-ის მფლობელი, ლეონიდ რაფაილოვი აცხადებს, რომ საახალწლო სეზონისთვის კომპანიები ამ პროდუქტების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდებიან. რაც მთავარია, ის ამ ნებართვას არაეფექტურ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან რუს მოვაჭრეებს უცხოურ ბრენდებთან სამომავლოდ ურთიერთობას უფუჭებს. რაფაილოვის თქმით, „როგორც კი მსხვილი უცხოური კომპანიები გააცნობიერებენ, რომ მათი ბრენდები რუსეთის ბაზარზე დაუცველია, ისინი ყველაფერს იზამენ, რათა მათი პროდუქცია რუსეთში აღარ გამოჩნდეს.“
Facebook Twitter
Հայտնի..
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
Օրացույց
«« Հունվար  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetcasinoroyaldizipaltürk ifşa킹콩티비sahabet스마일퀄리티casinoroyaltipobettipobetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetjojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetbetpascasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wienjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahismarsbahisjojobetultrabet girişistanbul escort telegramJojobetcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotsetrabetdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetjojobetJojobet girişbets10sekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetgrandpashabetmatbetbetnanomaksibetjojobetjojobetmeritkingvdcasino girişsetrabet girişbetciopadişahbetiptvJojobetmagic mushroomskingroyalSelçuksportsvenombet girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibom girişretcasinomarsbahismp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsat girişholiganbetholiganbet girişjojobetmatbetsahabetultrabetholiganbetjojobetjojobetsekabetbetistjojobet