მესტიაში ზვავის ჩამოწოლას ტურისტი ემსხვერპლა
სვანეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შემთხვევა მესტიაში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ქალი ტურისტი, რომელიც რამდენიმე ადამიანთან ერთად გიდის გარეშე სრიალებდა. ქალის თანმხლები პირები ზვავის ჩამოწოლის შედეგად არ დაშავებულან.