რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები მეორე სემესტრში
2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრი სკოლებისთვის 15 იანვრიდან განახლდა.
რასც შეეხება საგაზაფხულო სემესტრს, უკვე ცნობილია, რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები.
დასვენების დღედაა გამოცხადებული დედის დღე – 3 მარტი; ასევე 9 აპრილი; სკოლებისთვის დასვენების დღეებია 18-21 აპრილი, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით; ასევე უქმე დღეებია 9 მაისი; 12 მაისი და 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, 8 მარტიდან დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო პროცესი კი 17-ში განახლდება.
მეორე სემეტრში, სასწავლო დღეების რაოდენობა განსხვავებულია პირველი და მეთორმეტე კლასელებისთვის.
ისინი დანარჩენი კლასებისგან განსხვავევბით, 20 და 27 მაისს დაასრულებენ სწავლას. ხოლო საგაზაფხულო სემესტრი 13 ივნისს დასრულდება.