არა რუსულ რეჟიმს! ვითხოვთ ახალ არჩევნებს! - ახალციხეში აქცია მიმდინარეობს
ვითხოვთ ივანიშვილის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს! - ამ სლოგანით ახალციხეში აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები დღეს, 23 იანვარს შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.
მათი უცვლელი მოთხოვნაა, ახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
ახალციხეში უკვე ერთ კვირაზე მეტია, უწყვეტად მიმდინარეობს აქციები. თუმცა ადგილობრივები პროევროპულ აქციებს გასული წლის დეკემბერშიც მმართავდნენ.