განათლება
ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებსა), რომლებიც ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ან სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტი/კრედიტები კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის აღიარებული), ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში მაგისტრატურაზე, აქვთ უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ განათლება.
ბრძანებას ხელს აწერს მინისტრი ალექსანდრე წულაძე.
Տարածեք :