როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი სამცხე–ჯავახეთში და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ რეგიონში – თემაზე სასაუბროდ, ,,დემოკრატ მესხთა კავშირის” პროექტის მონაწილეებს, ობმუდსმენის აპარატის წევრი შეხვდა.
დისკუსიაზე, ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ახალგაზრდებთან ერთად, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული ნიშნით უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები განიხილეს.
შეხვედრა პროექტის – ,,ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში ჩატარდა. ,,დემოკრატ მესხთა კავშირში” მორიგი დისკუსია გენდერულ საკითხებზე გაიმართება.