ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5598 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ გამყარდა.
6 დეკემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.5598 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5599 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 6 დეკემბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.7234 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7250 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
წყარო: ინტერპრესნიუსი.