სამცხე-ჯავახეთში რომელ დასახლებებს შეუწყდება ელექტროენერგია(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ჭობარეთი, ივერია, ღობიეთი, ერკოტა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს კი ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, საბაგიროს, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კლდე, წირა და მიმდებარე ტეროტორიაზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ვალეში, ნაოხრებსა და არალში;
15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში;
17:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ადიგენში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.