საზოგადოება
ბაღდათი-აბასთუმნი- ბენარას გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ერთი თვის განმავლობაში ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.
უფო კონკრეტულად მოძრაობა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთზე შიზღუდება.
დეპარტამენტის ცნობით, 2025 წლის 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შეიზღუდება. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
Տարածեք :