კულტურა
ახალციხელი თაია ბეგიშვილი იტალიის ახალგაზრდულ კინოფესტივალში მონაწილეობს
ჯიფონის ახალგაზრდული კინოფესტივალის ისტორიაში, წელს პირველად, 13 წლის ახალციხელი თაია ბეგიშვილი მონაწილეობს. იტალიის ქალაქ ჯიფონში ფესტივალი წელს 55-ედ გაიმართება. ,,მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ახალგაზრდულ კინოფესტივალს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „კინოფესტივალი გულით“, რადგან ის აერთიანებს ახალგაზრდების ხედვას, განათლებას, ხელოვნებას და ინოვაციას" - ამბობს თაიას მამა ნიკოლოზ ბეგიშვილი.
ფესტივალი ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდებში კინო ჩვენების პოპულარიზებასა და მათ ჩართულობას. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი და ცნობილი მსახიობები და რეჟისორები.
ასაკობრივ კატეგორიებად დაყოფილ ჟიურიში ქართველი მონაწილე 13-დან 16 წლამდე კატეგორიაში მონაწილეობს. ჟიურის ქართველი წევრის მოვალეობაა კონკურსზე წარდგენილი ფილმების ყურება, მათი შეფასება, რანჟირება და ბოლოს საუკეთესობების დაჯილდოვება.
Giffoni-ს ახალგაზრდულ კინოფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ახალგაზრდები ასევე ჩაერთვებიან დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში. იტალიის ახალგაზრდული კინოფესტივალი 19-28 ივლისს გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია აპლიკაციის შევსებით. აპლიკაციის შევსების შემდეგ, საქართველოდან გამარჯვებულ კონკურსანტებს ელით გასაუბრება თბილისში. ბეგიშვილებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზატორებისთვის ერთ-ერთი ინტერესის სფერო ადამიანის შინაგანი სამყაროა, მისი კულტურული და სულიერი დამოკიდებულება კონკრეტული საკითხების მიმართ.
Տարածեք :