სამართალი
თბილისში პარლამენტთან ახალციხელი სტუდენტი დააკავეს
პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სეუ-ს სტუდენტებიც არიან, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ.
დაკავებულებს შორის არის ახალციხელი თათია აფრიამაშვილი.
როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
"ეს სტუდენტები აქ ღამეს ათენებენ. წუხელი მთელი ღამე ფეხზე იდგნენ და ახლა სკამები მოიტანეს რომ დამჯდარიყვნენ, ამდროს პოლიციელები მოცვივდნენ 30 მაინც იყო. ამ ბავშვებს შემოეხვივნენ და ალბათ თხუთმეტი წუთი საუბრობდნენ. ბავშვები ითხოვდნენ პასუხს რატომ არ შეიძლებოდა სკამების აქ მოტანა, მაგრამ მოულოდნელად მანქანაში ჩატენეს" -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტებთან.
Տարածեք :