ეკონომიკა
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მცირედით, მაგრამ კვლავ განაგრძობს ზრდას. Gold Price-ის მონაცემებით, ერთდღიან ჭრილში ოქრო 0.47%-ით არის გაძვირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 473 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში მისმა ფასმა 2.68%-ით მოიმატა და ამ მომენტისთვის ერთი უნციის ფასი 77.6 დოლარს შეადგენს.
საქართველოს ბაზარზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 360 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამის ფასი 7 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ.
Տարածեք :